|
2019-12-09 09:57:15, 1201 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე- ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თემა იცვლება
„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. „ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაზე ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ იყო გარკვეული კატეგორიული პოზიციები, მაგრამ დღეს, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მომდევნო თემა სწორედ ეს იქნება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, პროცესი ნორმალურ, პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება და ეს მისასალმებელია. „რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი",- აღნიშნა მან. რაც შეეხება „გერმანულ მოდელს", ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები ჭირდება და ამიტომ, ამ საკითხს მმართველი გუნდი არ განიხილავს. მისივე შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და პოზიციების გამოთქმის საშუალება ყველა მხარეს მიეცა. „როგორც ხედავთ, როგორც მინიმუმ, შეთანხმება იმაზე მაინც შედგა, რომ დღეიდან შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ პოზიციას მოვამზადებთ, ისევე როგორც ოპოზიცია მოემზადება მომდევნო რაუნდისთვის",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)