10:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-08 14:21:44, 2031 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე -სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ახალგაზრდებისა და აქტივისტების დაბლოკვა

სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ახალგაზრდებისა და აქტივისტების დაბლოკვა, ვაფიქსირებთ, ეს მიგვაჩნია არასწორად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, პროცესს აქტივისტებიც დასწრებოდნენ.

„დღევანდელ შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დაემატება გიორგი ვაშაძე. ჩვენი მოთხოვნა იქნება იგივე, რაც წინაზე, რომ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები, ვინც ძალიან აქტიურ ნაწილს შეადგენს აქციების. სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა მათი დაბლოკვა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს მიგვაჩნია არასწორად. ადამიანებთან საჭიროა ლაპარაკი, საჭიროა ადამიანების მოწვევა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, რომ ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics