|
2019-12-06 10:12:55, 2818 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია
საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბირჟის დაფუძნება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. „ჩვენი სამინისტრო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას ახორციელებს, რომლის შედეგიც საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა, ბაზრის გახსნა, კონკურენცია და მეტი მწვანე ენერგეტიკა, ასევე ენერგოეფექტურობის დანერგვა იქნება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა საუკეთესო ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბდება, სადაც მოხდება ელექტროენერგიით, სამომავლოდ კი ენერგეტიკული სიმძლავრეებით ვაჭრობა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, „ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი იქნება კონკურენტული, ამასთან, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლების დაცვას იმით, რომ საბოლოო ფასი, რომელიც ბაზარზე დადგინდება, იქნება ობიექტური და საბაზრო წესების დაცვით დადგენილი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარს ირინა მილორავა უხელმძღვანელებს. მას ბოლო წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით. ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ბირჟა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)