|
2019-12-05 13:59:29, 1479 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ
„უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს" - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო. „როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი ძალიან მარტივად, პირდაპირი წესით შეძლებენ ჭაბურღილებიდან ტექნიკური წყლის მოხმარებას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას და სხვადასხვა სექტორში აქტიურად ამკვიდრებს ერთი ფანჯრის პრინციპს. „ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)