|
2019-12-05 13:00:38, 1336 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ჩიქოვანი: არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია
არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს. „პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს. ერთ-ერთი მათგანი უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელდა, ეს იყო მომართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაჟღერებული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისგან და ეხებოდა მარკირების საკითხს. შედგა ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და ამ სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა. შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)