|
2019-12-05 10:45:36, 5680 ნახვა
სამხედრო
დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო
ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის გადაწყვეტილებით ყაზარმების, სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია- მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქობულეთში მდებარე ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ ერთი ყაზარმის, სპორტული მოედნის, საყარაულო შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტისა და ავტოპარკის მშენებლობა. აჭარის რეგიონში ვიზიტი ირაკლი ღარიბაშვილმა ადლიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში სტუმრობით დაასრულა. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საცხოვრებელ პირობებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)