13:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 11:12:41, 1925 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი: აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, მაგრამ ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს

„აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, მაგრამ ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რომლებიც მათთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს, რაც არაერთხელ განუცხადებია სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციისთვის.

„მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს ის, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ასეთი ტიპის აქციები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა იმ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და გვემუქრება ამ წლების განმავლობაში და რომელიც მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც უშუალოდ ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი გადავიდეს ქუჩიდან პარლამენტში, რაც არაერთხელ მოგვიწოდებია. მე გუშინ მოვუწოდე აქტივისტებს, რომ ძალადობისა და აგრესიული ქმედებებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics