|
2019-12-03 18:39:32, 2503 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში" გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ. ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ფაქტი პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც თავად კურსდამთავრებულთათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან გიხსნით ახალ კარს მსოფლიო შრომის ბაზარზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის - განათლების, ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ახალ ეტაპს, როდესაც პროფესიული განათლების კოლეჯები, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, როგორიცაა „სპექტრი", „ახალი ტალღა" და სხვები, რომლებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს და ჩვენი უწყების დახმარებით მალე შემოგვემატება, ეს საგანმანათლებლო ცენტრები მართლაც იქცევა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის ცენტრად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც მთავრობა ყოველთვის ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება და გადამზადება. „ასევე მივადევნებთ თვალყურს, როგორ საქმდებიან როგორც ჩვენს ინდუსტრიებში, ასევე საზღვარგარეთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. BTEC-ის დიპლომი, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა" კოლეჯ „ახალ ტალღასთან" ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები. 2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)