|
2015-07-22 20:38:10, 958 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რომან ჯოხაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრენ და ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს, რომლებიც ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რესოციალიზაციის 22-ე ეტაპი დაიწყო. ცენტრში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები 24-საათიანი სამხედრო მომსახურებით სარგებლობენ. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ კი მათ რეკრეაციული თერაპია ჩაუტარდებათ. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წეროვანში რეაბილიტაციის კურსი აგვისტოშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)