|
2019-12-03 13:16:06, 996 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკური რეფორმები და მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა
„2019 წლის ოქტომბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაყრდნობითაც ხდება წინასწარი ეკონომიკური აქტივობის შეფასება, გაიზარდა 14%-თ, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4232-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, „საქსტატის შეფასებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტია, ხოლო ათი თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 5.1 %-ს შეადგენს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული. „მნიშვნელოვანი რეალური ზრდა გვაქვს როგორც დამამუშავებელ მრეწველობაში, ისე მშენებლობაში და ასევე ეკონომიკის მომსახურების სფეროებში. უმჯობესდება საგარეო სექტორის მაჩვენებლები როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით - საქონლით ექსპორტის ვაჭრობაში გვაქვს 4.5 5 %-იანი ზრდა, ხოლო ზაფხულში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ ტურიზმის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში, ეკონომიკის შიდა მოთხოვნის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც გააუმჯობესებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას" - აღნიშნა მიქაბაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)