|
2019-11-28 17:38:03, 1294 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზე
„ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზერაც შეეხება ფისკალურ ჩარჩოს, ფისკალურ წესებს, გამჭვირვალობას და ფისკალური რისკების მართვას, ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად ვიფიქროთ ფისკალური საბჭოს შექმნაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი მთავრობამ წარმატებით შეასრულა. „ფისკალური საბჭოს შექმნა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტს. საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც აკვირდება მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას და არის მიუკერძოებელი მაკონტროლებელი. ასევე, უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის მდგრადობასა და სტაბილურობას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)