|
2019-11-28 17:40:34, 1213 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები
სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრთა საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი განკარგვაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. „ძლიერი ფისკალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, საჭიროა ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობა. ესენია: ფისკალური ჩარჩოს შემუშავება, ფისკალური გამჭვირვალობა, რისკების მართვა, ფისკალური წესები, ფისკალური საბჭოს შექმნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამ მიზნების შესრულებისკენ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)