|
2019-11-28 14:24:44, 1263 ნახვა
ეკონომიკა
ბი ბოტი უკვე სამედიცინო მომსახურების ხარჯებს აგინაზღაურებთ
ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თიბისი დაზღვევა კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ - მათ, ვინც უკვე სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება Facebook Messenger-ის ჩეთიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ბი ბოტთან რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით შეგიძლიათ მოითხოვოთ და ძალიან სწრაფად მიიღოთ ანაზღაურება. ამისთვის უნდა გაუგზავნოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, ფორმა ასი/დანიშნულება, ქვითარი აფთიაქიდან/კლინიკიდან და ინვოისი, ან შემოსავლის ორდერი. აღნიშნული დოკუმენტების სურათების გადაგზავნის შემდეგ, 500 ლარამდე მომსახურების თანხა 1 დღეში, 500 ლარზე მეტის შემთხვევაში კი 3 დღემდე ვადაში ჩაგერიცხებათ. უკვე არსებული მოთხოვნის დოკუმენტაციის ჩამატება კი მარტივად, მხოლოდ დამატებით ფოტოს ატვირთვით შეგიძლიათ. ბი ბოტის ჩეთში შესაძლებელია საკუთარი ანაზღაურებების სტატუსის შემოწმებაც და სადაზღვევო ბარათის ელექტორნული ვერსიის ნახვაც. ასევე, თუ დაგჭირდებათ კომუნიკაცია ცხელი ხაზის ოპერატორთან, ბი ბოტი მესინჯერიდანვე დაგაკავშირებთ მას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)