|
2019-11-28 14:20:13, 1071 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში
„პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ალბათ, ყველამ დაინახა. „მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც ასე ვთქვათ, თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, მისთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა დასაქმებას. „დიახ, სწორედ დასაქმება არის ჩვენი მთვარობის მთავარი პრიორიტეტი და ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, პრივატიზების, საინვესტიციო პროცესების დაჩქარებაა, არამედ ეს ყველაფერი კეთდება ერთი მთავარი მიზნისთვის - გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი ასახულია ყველა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დამთვარებული თუნდაც მასობრივი პრივატიზებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)