|
2019-11-28 13:51:43, 1110 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა
ვითიბი ბანკის დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს. ვითიბი ბანკი კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა: „აგროჰაბის“ და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. “აგროჰაბი” მომხარებელს ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში. ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)