14:50 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 20:19:22, 2247 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება, ამას ხელი შეუწყო ჩვენმა მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ

ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩეხეთის ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიება ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ამ ქვეყნის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირისა და ვაჭრობის საკითხებზე მარტინა ტაუბეროვამ. ღონისძიებას 40 - მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სექტორის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რომელსაც ჩეხეთში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„ჩეხეთი საქართველოსთვის რამდენიმე გარემოებითაა საინტერესო. ჯერ ერთი, ყოველწლიურად იზრდება ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ძალიან მივესალმებით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, რა გზა გაიარა ჩეხეთმა, როგორც განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამ. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ასევე ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩეხეთის ტუროპერატორებსა და ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს  პრეზენტაცია ჩაუტარა საქართველოს ტურისტული ბაზრისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics