15:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 16:52:15, 1584 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია

„ნაცმოძრაობა“, რომელიც არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოქმედებებს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს.

„ნაცმოძრაობამ, ყველა შტოს ვგულისხმობ, თავი ჩაიყენეს ჩიხურ მდგომარეობაში - ისინი გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც 77 უდრის 150-ს, რომლის მიხედვითაც პროპორციული სისტემა, რომლითაც ხდება პერსონიფიცირება ნახევარი მანდატების შემთხვევაში, ნიშნავს შერეულ სისტემას, ანუ პროპორციული - იგივე შერეული. ასეთი მოთხოვნებით მათ თავად ჩაიყენეს ჩიხურ სიტუაციაში თავი და კუთხეში დადგნენ თავად. აქედან გამომდინარე, მათ მოქმედებებს განვითარება და პოზიტიური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არა აქვს. ლაპარაკობენ ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას - „შევეკითხოთ ხალხს" მოყვა აბსოლუტურად უარყოფა და პანიკა მთელ მათ გუნდში. „ხალხს შევეკითხოთ" პრინციპი მათთვის მისაღები არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics