|
2019-11-26 16:48:11, 1270 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე საზღვაო სერვისების გაციფროვნებაზე ისაუბრა
„მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სრული სერვისების გაციფროვნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლაზეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვენი დერეფნის უპირატესობაზე, კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 200-მდე ქვეყანას აერთიანებს და შესანიშნავი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი მიღწევების გასაცნობად. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ასამბლეაზე შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლებს გავაცანი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში ახალი ტექნოლოგიების ამოქმედება და გამოყენება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტურად უბამს მხარს გლობალურ ტენდენციას, რაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მწვანე და ნეიტრალური ტექნოლოგიების დანერგვაში გამოიხატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)