13:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 16:30:16, 2510 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით მეორე დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემდეგ , უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მაც დაიწყო. ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air, Ryanir-ის მსგავსად, კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.

რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობას საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის მიმართულებით. ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების კუთხით. ავიაკომპანია Wizz Air-ი უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics