21:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 23:48:19, 3092 ნახვა

პოლიტიკა
ექიმი გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვარს და სურს მსოფლიოს ანახოს რომ ცხინვალი ოკუპირებულია - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ჯიოევი

საკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის "საზღვარს" და ეს ე.წ საზღვარი ამის დემონსტრირებისთვის გადმოკვეთა.
"ის რომ ქართული მხარე აპირებს საერთაშორისო და მსოფლიო ჩააყენოს ექიმის დაკავების საქმის კურსში და სურთ გაფრინდაშვილი გმირად გამიყვანონ, არავითარი გმირი გაფრინდაშვილი არაა. მას გმირობა არ ჩაუდენია, მან შეგნებულად და გათვითცნობიერებულად გადმოკვეთა "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარი", რათა ენახებია სწორედ მსოფლიოსთვის რომ გაფრინდაშვილი ამ "საზღვარს" არ აღიარებს და თვლის რომ ჩვენი "რესპუბლიკა" ოკუპირებულია" - განუცხადა მურატ ჯიოევმა "რია ნოვოსტს"

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics