|
2019-11-17 19:05:08, 1452 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია: ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია
„თუ ვინმეს დიალოგის სურვილი აქვს ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას. მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ვინც ამას აკეთებს დიალოგისკენ მიმავალ ყველა გზას თავად ჭრის. „დღეს ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა არ კონცენტრირდეს არაადეკვატურ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. საჭიროა ვკონცენტრირდეთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ოპოზიციამ დააყენა. როდესაც იწყებ საკონსტიტუციო შენობის ბლოკირებას შენ თავისთავად თმობ იმ გზას რომელიც დიალოგისკენ მიდის. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს იქ, საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს გამოსავალი, ვიპოვოთ ერთმანეთისაკენ მიუვალი გზებისაკენ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს. პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ვინც ამას აკეთებს ერთი მხრივ საუბრობს იმაზე, რომ არის თემები, რომლებზეც უნდა შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი, მაგრამ მეორე მხრივ ჭრის ამ გზას ყველანაირად. ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, აქ არანაირი ინდივიდუალური და სპონტანური გადაწყვეტილება მისაღები არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. მოვუწოდებ მათ ასე ნუ მოიქცევიან. ჩვენ ვაკვირდებით პროტესტს რათა გავიგოთ როგორია მისი შინაარსი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)