19:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 14:07:21, 1522 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი აქციის მონაწილეებს: გავუფრთხილდეთ ქვეყანას და პარტიების მიმართ დამოკიდებულება 2020 წელს გამოვხატოთ

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება გამოვხატოთ პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" უპირატესობა ნებისმიერ სააჩევნო სისტემაში კონკრეტული პიროვნებებით და ივანიშვილის პროგრამებით არ არის განპირობებული. 

„მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება. მე ერთი პასუხი მაქვს, ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელი იქნება, შერეული თუ პროპორციული, უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისათვის. არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოებისა როგორც ჩვენს მიმართ, ისევე იმ კოალიციის მიმართ, რომელიც ეხლა ქუჩაში სპონტანურად შეიქმნა. ამის მიუხედავად, გამოხატვა ყველას შეუძლია თავისი პოზიციის და ბევრი ხალხია, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენი მთავარი მიმართვა იმ ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს, იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება გამოვხატოთ პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს“, - განაცხადა გია ვოლსკმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics