|
2019-11-15 14:02:17, 3008 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მილიონი დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153.2 მილიონი აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.0% მოდიოდა.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)