19:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 22:15:37, 1583 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: დღეს პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია

„დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია“, - ასე ეხმაურება „ფეისბუქზე“  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

როგორც ექს-პრეზიდენტი წერს, თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად, რაც სამართლებრივად „გამართული“ გადაწყვეტილება იქნება.

„თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად - და ეს სამართლებრივად "გამართული" გადაწყვეტიელბა იქნება. პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია. დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია. ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია. გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ. სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან. მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია ! როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics