|
2019-11-14 17:09:53, 1873 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ უმრავლესობა არ დაიშლება
თბილისის მერი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. კახა კალაძის თქმით, უმრავლესობა არ დაიშლება და განცხადებები, რაც დეპუტატებმა უმრავლესობის დატოვების შემდეგ გააკეთეს, იყო ცხელ გულზე მიღებული. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. „არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ოპონენტებს ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდეთ. არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან გასვლასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებებია. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, იქნება შეხვედრები. მეც არ მოველოდი, პირდაპირ გეტყვი ამ გადაწყვეტილებას, საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)