12:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:54:14, 2450 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით იყო 5,7 პროცენტი, ხოლო წლის განვლილ პერიოდში კი 5 პროცენტი.

„ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი. რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას - ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics