12:42 - 22 Jul, 2026
|
2019-11-13 17:46:10, 1742 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დასრულდება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების მიმართულებით. მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები. „მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24- საათიან წყალმომარაგებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)