12:42 - 22 Jul, 2026
|
2019-11-13 17:43:11, 1634 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიური ზრდის შედეგად განათლების დაფინანსება გასამმაგდა
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიური ზრდის შედეგად, განათლების დაფინანსება გასამმაგდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლების სფეროს დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, 2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება. „აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსება გაზრდილია არა მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებლებში, არამედ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მისი წილი ნაერთ ბიუჯეტში. 2010 წელს არსებული ბიუჯეტის 8.2%-იდან, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის გაზრდილია 11.9%-მდე და მათ შორის გათვალისწინებულია განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)