|
2019-11-13 17:38:51, 1028 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის
ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას აქვს ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. „ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა დასრულებულიყო 2020 წლის აპრილში. თუმცა, რადგან მომავალი წელი პოლიტიკურად აქტიური წელია, ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება. სავალუტო ფონდის პროგრამა კი იქნება ეფექტური სიგნალი ამ მიზნის გასამყარებლად, ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პირველად შეთანხმებას სავალუტო ფონდთან პროგრამის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)