18:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 13:15:07, 1350 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატებს: ბებიაშენს მოგცემ შენ, ნუ იკრიჭებით [ვიდეო]

„ბებიაშენს მოგცემ მე შენ. ნუ იკრიჭებით“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 „ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ არა ვიმოქმედოთ ისე, როგორც აწყობს ამ პოლიტიკურ პარტიას, აბსოლუტურად მარგინალურ პარტიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განშტოებას, ვგულისხმობ „ნაცებს“, „შმაცებს“ და „შმაცუნებს“, - განაცხადა კობახიძემ.

სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ხმაური ოპოზიციიდან, რაზეც კობახიძემ მათ ასე უპასუხა: „ნუ იკრიჭებით რა. ბებიაშენს მოგცემ მე შენ. გაიკრიჭე და იმიტო გითხარი“. მანვე თანაგუნდელებს მიმართა, ოპოზიციის შეძახილებს ყურადღება არ მიაქციონ: „ნუ მიაქცევ ყურადღებას, ესენი არიან მარგინალები და ბერბიჭაშვილები. ამაზე ჩემი დასკვნა გავაკეთე“.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მათივე თანაგუნდელების მიერ მომზადებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. თავის მხრივ, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დაპირებას შეასრულებს და კანონპროექტს არ ჩააგდებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დაპირებას არ შეასრულებს, პროპორციული სისტემის მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაში გავლენ და პროტესტს აქციების ფორმატში გააგრძელებენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics