|
2019-11-13 10:35:58, 1344 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. 4 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეულ 36 სტუდენტს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. კურსის გავლის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა გააგრძელონ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. აკადემიის 25 წარმატებული კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა თიბისი ჯგუფში. საგანმანათლებლო პლატფრომა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისის ინიციატივით 2019 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა და ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე მოდევნო კურსზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)