|
2019-11-04 17:23:43, 1678 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე - ინფლაციის ზრდა გამოწვეულია ლარის გაუფასურებით, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ გამოიწვია
„ინფლაციის ზრდა, რაც არის დღესდღეობით, ეს არის გამოწვეული კურსის გაუფასურებით, რომელიც თავის მხრივ არის გამოწვეული რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მიღებული ნაკლები ტურისტული შემოსავლებით“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა. გვენეტაძის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და იქამდე გააგრძელებს, სანამ ფასების ზრდაზე კურსის გაუფასურების ეფექტი არ ამოიწურება. „ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)