15:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 16:09:37, 1401 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ქართული სუფრის შესახებ არ ეთანხმება

სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ქართული სუფრის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება.

კერძოდ, ქადაგიძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნის ეს „ღრმააზროვანი სიტყვები“: ”ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა“, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ არ იცის და ვერაფერს იტყვის.

ამის შემდეგ, გოცირიძემ ქადაგიძეს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა ცივილიზაციის უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე მაგალითად, ინტერნეტი, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ „მან შეიძლება ინანოს, ამ სიტყვებს რომ არ დაეთანხმა, რადგან მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილია“. საპასუხოდ, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ „მაინც თავის აზრზე რჩება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics