|
2015-07-19 13:12:59, 1103 ნახვა
სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” მიმდინარეობასა და საასწავლო პროცესს გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)