21:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 21:26:56, 2585 ნახვა

სამართალი
ივანიშვილს გავუშვებ ციხეში - ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

პროკურატურის დატოვების შემდეგ, მთავარი არხის დამფუძნებელი და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს,რომ მისი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა.
მანქანა მე არ მიყიდია, იყიდა ჩემმა მეუღლემ, რომელიც საერთოდ დაკითხული არ არის. საერთოდ პროკურატურას ჩვევაში აქვს, მე არ დამკითხოს და ბრალი ისე წამიყენოს. ამჯერადაც არ ჩათვალეს საჭიროდ. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანა ნაყიდი მაქვს. მე ერთადერთი კითხვა მაქვს პროკურატურასთან - პრემიის სახით რომ ამეღო ან მანქანა ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვრებოდნენ, სად მიდიოდნენ? ანუ დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა? - ამაზე პასუხი არ არის.  - თქვა გვარამიამ ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

უწყების ცნობით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ "პორშეს ცენტრში" მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porsche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ.-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ ავტომობილს რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ შეიძენდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics