10:11 - 18 Aug, 2026
|
2015-01-24 17:27:09, 3262 ნახვა
მსოფლიო
არტილერიული იერიშის შედეგად მარიუპოლში 16 ადამიანი დაიღუპა, 83 დაშავდა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის საავადმყოფოები გადავსებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მარიუპოლის დაბომბვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს და ქალაქის დაბომბვას პროვოკაციას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ კიევთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და დონეცკის ოლქის საზღვრამდე შეტევის პირობა დადო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)