|
2019-10-28 15:13:04, 2097 ნახვა
კომენტარი
ბესელია: 2020 წლის არჩევნებამდე ბევრი რამ ისე შეიცვლება, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ
"მგონია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვლება ისე, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალ პარლამენტში გადამწყვეტი იქნება ძალთა კონფიგურაცია. „როცა ვლაპარაკობთ მომავალი წლის არჩევნებზე, მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება იქამდე ისე, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამიტომ ვინც ახლა პროგნოზებს აკეთებს, ციფრებს ასახელებს, მე მგონი ცდება, იმიტომ რომ, სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. რაც შეეხება ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ, მოდით მივუახლოვდეთ არჩევნების წინა პერიოდს მაინც და დავინახოთ პოლიტიკური სურათი. გადამწყვეტი იქნება, ახალ პარლამენტში ძალთა კონფიგურაცია. ჩემი პირადად მოსაზრებაა და სურვილი, რომ ახალი უმრავლესობა პარლამენტში შექმნან ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა. არა არსებულმა, არა წარსულმა, არამედ ახალი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)