00:42 - 26 Jun, 2026
|
2019-10-26 14:12:47, 1817 ნახვა
კომენტარი
გომელაური 20 ივნისის საქმეზე: სპეცრაზმელმა საკუთარი ქმედება შეაფასა და არა მთლიანად ოპერაცია
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ჩვენებას გამოეხმაურა, რომელშიც სპეცრაზმელი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო. როგორც მინისტრმა განმარტა, სპეცრაზმელმა ამით კონკრეტულ მომენტში საკუთარი ქმედება შეაფასა და არა მთლიანად ოპერაცია. "პეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა - ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს. სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა - ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება შეაფასოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)