22:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 16:08:45, 2184 ნახვა

სამართალი
სუმბაევის ადვოკატი: უახლოეს პერიოდში, სტრასბურგი ექსტრადიციასთან დაკავშირებით, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს

რუსი ჰაკერის იეროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცედურის დარღვევებზე საუბრობს. 

აგრეთვე, უფლებადამცველი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ ახალ დოკუმენტს ასაჯაროებს. ადვოკატის თქმით, სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი.

„სტრასბურგი აგზავნის ახალ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ "თუმცა მან არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მან მიიღო სარჩელი წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მისი ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით. ეს წერილი იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ მას სათქმელი სხვა აღარაფერი ჰქონდა და გამოვიდა და დაიწყო ტყუილების ლაპარაკი და ჭორაობა. წულუკიანი დაეყრდნო სტრასბურგის 2 თვის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ძალაში აღარ არის. ახალი გადაწყვეტილება 15 ოქტომბერსაა მიღებული. სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი და იეროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ "რუსთავი"-თან საუბარში. 

ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics