22:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 15:11:28, 2019 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: ჰაკერს, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა არ ემუქრება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსმა ჰაკერმა იეროსლავ სუმბაევმა ომბუდსმენის აპარატს მიმართა.

ლომჯარიას განმარტებით, პატიმრის ინფორმაციაზე დაყრდნობით აპარატმა საქმის შესწავლა დაიწყო.

„მას ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველისთვის. ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში, ის არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გადავამოწმეთ. სხვა მიმართვა ან განცხადება ჩვენი მისამართით არ ჰქონია და არ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება", - განაცხადა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics