01:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:58:21, 1754 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი: ზურაბიშვილს 1 თვე აქვს იმისთვის, რომ შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს ან გადადგეს

"სალომე ზურაბიშვილს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადადგეს", - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას და კომისიის ამოქმედებას ითხოვს. 

"მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ნორმალური ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია, შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას ან მძიმე ავადმყოფები, ან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და გარკვეული ნაწილ სასჯელის მოხდილი აქვთ, მათდამი გამოავლინოს ჰუმანურობა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics