|
2019-10-22 18:54:13, 1934 ნახვა
ეკონომიკა
ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტუქტურის და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. პანელზე „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა" აბრეშუმის გზის გასწვრივ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების პერსპექტივები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „სწორედ ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. და ეს არ გულისხმობს მხოლოდ შავი ზღვის გარშემო მყოფი ქვეყნების შეკრებას, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა - გერმანია, აშშ და ა. შ რათა, მათაც დაინახონ ის პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს. სატრანსპორტო კომუნიკაცია და კავშირი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მოგვარდეს ყველა პოლიტიკური საკითხი, რომლის წინაშეც დღეს შეიძლება ქვეყნები იდგნენ", - აღნიშნა როსენ ჟელიაზკოვმა. მან ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. „მნიშვნელოვანი დერეფნების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და ამ კუთხით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან დერეფანი არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული საკითხი, არამედ ეს უკავშირდება პოლიტიკურ თემასაც - ეს არის ფიზიკური და არაფიზიკური ბარიერების მოხსნა", - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)