14:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:56:04, 3917 ნახვა

მსოფლიო
ჩავუშოღლუ: თუ ქურთები 35 საათის განმავლობაში არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა სირიაში სამხედრო ოპერაციას სირიაში განაახლებს, თუ ქურთული სამხედრო ფორმირებები ტერიტორიას 35 საათის განმავლობაში არ დატოვებენ, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ოფიციალური ანკარა ტერორისტებს ებრძვის. 

"35 საათი დაგვრჩა. თუ ისინი არ გავლენ, ჩვენ განვაახლებთ ოპერაციას. სირიის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი. თურქეთი ტერორიზმს ებრძვის და არა ქურთებს. თურქეთის სამხრეთ საზღვართან ცდილობდნენ დე-ფაქტო ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას და ანკარამ ეს მცდელობა აღკვეთა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics