|
2019-10-19 10:32:49, 4080 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, როდესაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რადგან აღნიშნულ ფორუმს ყოველ წელს ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში და მის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება მინიმუმ 5000 ადამიანი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბანკის პრეზიდენტმა ჩვენ მხარდაჭერა აღგვითქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ფორუმის თბილისში ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ვფიქრობთ 15 ნოემბრამდე ეს კენჭისყრა ჩატარდება და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შანსი ყველაზე მაღალია სხვებთან შედარებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)