17:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 18:29:12, 515 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები „მომავლის ბანაკში“ დაისვენებენ

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის  „მომავლის ბანაკს“ მოზარდების მეორე ნაკადი ეწვევა. მათ შორის იქნებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებიც.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ცოფურაშვილმა, უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ და  პროექტის ხელმძღვანელმა თეა ყიფშიძემ ბანაკის მონაწილეებს  ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, „მომავლის ბანაკში“ ჯამში ჩვენი 50 ბენეფიციარი დაისვენებს. ათი დღის განმავლობაში მათ ელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა. ანაკლიაში  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები დაისვენებენ“, - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.

„მომავლის ბანაკის“ პროექტის ხელმძღვანელის თეა ყიფშიძის ინფორმაციით, ბანაკის მეორე ნაკადისთვის მოზარდები  საქართველოს 16 ქალაქიდან შეირჩნენ.

ცნობისთვის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკი“ 5 ივლისს გაიხსნა. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics