|
2015-07-16 17:32:28, 1221 ნახვა
სამხედრო
საფრანგეთის თავდაცვის ატაშე „გენერალი მაზნიაშვილის“ მედლით დაჯილდოვდა
საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაჯილდოვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გადასცა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ფრანგ დიპლომატს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშედ 2012 წლიდან მუშაობს. 2015 წლის აგვისტოში ის საქართველოში საქმიანობას დაასრულებს. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)