|
2019-10-07 18:40:10, 1463 ნახვა
ეკონომიკა
ჰამპელი: ყოველთვის ვცდილობ უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს
„ვისურვებდი, რომ სამშენებლო სექტორში მოღვაწე უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვიდეს საქართველოში და უფრო მეტმა განახორციელოს აქ ინვესტიცირება, - ამის შესახებ კომპანია „ჰაიდელბერ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიტის ფორმატში წარიმართა, ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ხოლო ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის საუკეთესო ქვეყნის უფრო მეტი რეკლამირება მოხდეს. „ჰაიდელბერგცემენტი" დაახლოებით 12 წელია, რაც საქართველოშია წარმოდგენილი, აქედან პირადად მე ცხრა წელია აქ ვარ და ყოველთვის ვცდილობ, უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს", - განაცხადა მიხაელ ჰამპელმა. მისივე თქმით, „ჰაიდელბერგცემენტი" დიდ აყვავებას განიცდის საქართველოში, რადგან აქ ძალიან მაღალია ერთ სულ მოსახლეზე ცემენტის მოხმარება და საქართველო ამ კუთხით ტოპ-ხუთეულშია. „თუმცა ვისურვებდი, სამშენებლო სექტორში მომუშავე უფრო მეტმა გერმანულმა კომპანიამ განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია და ჩამოვიდნენ აქ", - აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)