11:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:48:56, 1575 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის შეცვლაზე უარს ამბობს

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ჩანაცვლებას არ აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის დიდი გამოცდილება იქნებოდა პარლამენტში მუშაობა. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთი თვის წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, უმჯობესი იქნება მუშაობა საკრებულოში გააგრძელოს. 

"მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე", - აღნიშნა ზარქუამ. 

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით მის შემდეგ სიაში თემურ გოცირიძეა. 

ცნობისთვის, პარლამენტში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics