|
2015-01-03 16:58:40, 5181 ნახვა
სამართალი
შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა ზოტის მთაზე ზვავში დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები დაასრულეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში 2 იანვარს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგა მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერცევიდან სოფელ კიკიბოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ზოტის მთაზე შედრეკილის დასახლებასთან ზვავში მოჰყვა. სამმა მოახერხა ზვავიდან გამოსვლა, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი დაიკარგა. ზვავში მოყოლილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. "შეთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული არიან აჭარისა და გურიის სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან გაიგზავნა სამაშველო ჯგუფი თოვლში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით. 3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)