11:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 10:36:45, 1253 ნახვა

პოლიტიკა
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს

ათონელის რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

მანამდე, რეზიდენციაში გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. 

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. 

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics